გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღწერა

"VV Capital ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სააგარაკე დასახლების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 12, King David ბიზნეს ცენტრი ანაზღაურება: 3000 ლარიდან + საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე. ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე. ძირითადი მოვალეობები: ** ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტების ანალიზი შემოსავლების ზრდისა და ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების დასადგენად. ** გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიების შემუშავება. შესრულებისა და შედეგების კონტროლი და რეგულარული უკუკავშირი გუნდის წევრებთან. ** პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; ** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, უძრავი ქონების/ მომსახურების შეთავაზება; ** მონაცემთა ანალიტიკა და გაყიდვების პროგნოზირება. ** ინდუსტრიის განვითარების, ბაზრის ტენდენციებისა და გაყიდვების მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზება გაყიდვების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ** ბრენდის ცნობადობის ხელშეწყობა და ლიდების გამომუშავება/გენერირება/მოძიება. ** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი, ბაზრის მონაცემების ანალიზის, ტენდენციების იდენტიფიცირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი. ** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი; ** ლიდერობა და გუნდის მოტივაცია. ** გაყიდვების სტრატეგიების, პროცესებისა და სისტემების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება. ** ძლიერი მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი. ** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა). დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


VV Capital

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო