სააღრიცხვო სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "AMTS" ("მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი") არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის, აგრეთვე, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო სპეციალისტის თანამდებობაზე. მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 83. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მინიმალური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1250, 00 ლარს თვეში (დარიცხული), რაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. მოვალეობები: ** სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის აღრიცხვა ბუღალტრულად და პროგრამულად; ** სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და კონტროლი (პროგრამულად, RS-ზე); ** სერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლის/მასალების ჩამოწერა/მოძრაობა/აღრიცხვა ** სერვის სამსახურის მიერ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების მიხედვით ინვოისების მომზადება; ** კომპანიის სამეურნეო და ადმინისტრაციული ხარჯის/შესყიდვის ბუღალტრული კლასიფიკაცია და პროგრამული ასახვა მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში; ** კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარების პროცესში მთავარი ბუღალტრის ასისტენტობა. სამუშაო პროგრამები და აპლიკაციები: ** ინფო საწარმო (ეფემჯი სოფტი); ** სუპერფინი; ** eservices.rs.ge; ** MS excel. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით; ** სასურველია სერტიფიკატის არსებობა სპეციალობით (ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო კოდექსი ან სხვა მსგავსი); ** სავალდებულოა ძირითადი საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; ** სავალდებულოა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; რას გთავაზობთ ჩვენ: ** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი; ** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა; დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერაციების სპეციალისტი
kamkama.ge
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

უმცროსი სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 2000₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


AMTS
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო