აღწერა
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.
მდებარეობა - თბილისი.
გრაფიკი - ყოველ მეორე დღეს 09:00-საათიდან 21:00-საათამდე
ანაზღაურება - 750 ლარი.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** უზრუნველყოს განყოფილების სისუფთავის დაცვა;
** ყოველდღიურად დაალაგოს განყოფილება:
1. ჰოლი,
2. ინვენტარის სისუფთავის დაცვა,
3. ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება.
** მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა;
** ნაგვის დროული გატანა;
** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** ჰოლში არსებული სანაგვე ცელოფნების შემოწმება შეცვლა;
** თვეში ერთხელ მოიმარაგოს საწმენდი საშუალებები;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 26 მაისამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. |