სამუსიკოს სკოლების კონკურსი


კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში „საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა მეათე ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა“ გამარჯვებულია და ის მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს სამუსიკო საზოგადოების მიერ განხორციელდა. კონკურსის 16 გამარჯვებულს უმაღლესი ხარისხის დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებზე გაიცა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის და მონაწილის დიპლომები. სპეციალური დიპლომები მიიღეს სამუსიკო სკოლის დირექტორებმა კონკურსში მონაწილეობისთვის. ღონისძიების ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებულთა მონაწილეობით მუსიკალური ნომრები შესრულდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან