რა ხდება დღეს თბილისში ანტირუსულ აქციაზე - 3 მაისი

05/03/2024

თბილისი, 3 მაისი, 21 სთ. - ანტირუსული საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც აქცია აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა, მსვლელობით \"ქართული ოცნების\" ოფისისკენ წავიდნენ.

თბილისში ორი კვირაა იმართება მასშტაბური ანტირუსული საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს და ქვეყნის კურსის ცვლილებას.

#გაიწვიე #არარუსულკანონს #კიევროპას

ვიდეოები „ბათუმელები / Batumelebi"-ისგან