აშშ-ის სანქციები თურქეთს


ამერიკა თურქეთს სანქციებს უწესებს. მიზეზი რუსეთთან თანამშრომლობაა. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური რეესტრის შეტყობინებაში. გავრცელებული ინფორმაციით, კანონის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველომ, 2017 წლის შემდეგ შეგნებულად ჩაატარა ოპერაციები პირებთან, რომლებიც არიან რუსეთის მთავრობის თავდაცვის ან დაზვერვის სექტორის ნაწილი ან მოქმედებენ მათი სახელით. „სანქციების საშუალებით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების“ კანონის შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სანქციები განსაზღვრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველოს პრეზიდენტის, სამმართველოს ვიცე-პრეზიდენტის, ასევე სამმართველოს საჰაერო თავდაცვისა და კოსმოსური დეპარტამენტის უფროსის და საჰაერო თავდაცვის სისტემების რეგიონალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერის, წინააღმდეგ.

აშშ-ის სანქციები 7 აპრილს შევა ძალაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან