ფრენკ ზაპა ფემინიზმის, პანკ როკისა და კიდევ სხვა საკითხების შესახებ....Radio Melomen

06/12/2016

ფრენკ ზაპა ფემინიზმის, პანკ როკისა და კიდევ სხვა საკითხების შესახებ....
ტექსტი მოამზადა აჩიკო ბენაშვილმა
ფემინიზმი მოდის ისეთივე გამოვლინებაა, როგორც პანკ როკი. ამ მოძრაობას კეთილშობილური მიზნებიც ამოძრავებს, მაგრამ მე არ მომწონს მოწოდების ფორმა. საბოლოოდ კი ფემინიზმი გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია მამაკაცებისთვის, ქალებისთვის კი დამამცირებელი.
პანკ როკი მენეჯერების ლუკმაა. ჩემი ფიქრით, მოდურ მიმდინარეობაში ჩართვა ინგლისში გადარჩენის აუცილებლობად იქცა. შტატებშიც მსგავსი პრობლემაა, მაგრამ იგი არ უკავშირდება როკ კულტურას. ამ თვალსაზრისით ამერიკაში ინგლისთან შედარებით, ჯანსაღი ატმოსფეროა.
ისე კი წარსულში ამ თვალსაზრისით შტატებიც ვერ დაიკვეხნიან, თუკი 60-იანი წლების კულტურულ ბატალიებს გავიხსენებთ. უმთავრესი აქ ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს პროექტი LSD და ახალგაზრდების კუმირებად ქცეული ახალი კონტრ კულტურის წარმომადგენლებია. მათ პროტესტსა და რევოლუციურ იდეებს თითქოს სამყარო უნდა შეეცვალა, მაგრამ სინამდვილეში ეპოქის გმირები ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საცდელი სუბიექტები იყვნენ. ნუთუ მთავრობა საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტებს ატარებდა? მგონია, რომ ისინი უბრალოდ პროცესს შეისწავლიდნენ, რათა სცოდნოდათ, თუ საჭიროების შემთხვევაში რა ხერხები გამოეყენებინათ პოპულაციის ამა თუ იმ სეგმენტის სამართავად. მაგრამ, ალბათ დიდია განსხვავება ქიმიური იარაღის უცხო ქვეყნის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოყენებასა და საკუთარ ქალაქებში სიტუაციის კონტროლის ხერხების შესწავლას შორის...
50-იანებში მოზარდი თაობა სახელმწიფოსთვის ტვირთი იყო. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რომ ეს უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზარია. შფოთიანობისთვის მათ შორს იცილებდნენ, თუმცა როდესაც დათვალეს, გაირკვა რომ ნორჩი ხულიგნები ჯამში მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ კვების ობიექტებში. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ბიზნესის ჭეშმარიტების ახალი ნაირსახეობა: „მათგან მხოლოდ ფულის ამოღება არასაკმარისია. საჭიროა მათი კონტროლი, რადგან ფული ნიშნავს ძალაუფლებას. თუკი ამ ახალგაზრდებს ექნებათ ფული, ექნებათ ძალაუფლებაც, ხოლო როდესაც ისინი შეიგრძნობენ ძალაუფლებას, ჩვენ საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან უკვე აღარ დაგვემორჩილებიან. ამიტომაც საჭიროა მათი მოთოკვა. ამისთვის კი არსებობს ხერხები“.
თქვენ ამერიკაში არ გიცხოვრიათ და ალბათ გიკვირთ რომ თაღლითი ადამიანები, რომლებიც ხდებიან პრეზიდენტები და მათი ქვეშევრდომი მათთან შედარებით მოაზროვნე ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები საკუთარი კეთილდღეობისთვის. ისინი თვლიან, რომ კანონს თავად წარმოადგენენ, ხოლო ადამიანები რომელთა მართვაც მათ სურთ, სულაც არ ეწინააღმდეგებიან მათ ამ სურვილის შესრულებაში.

მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან : http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან : http://www.proglonet.com/radio/index.htm

ვიდეოები „რადიო მელომანი"-ისგან