ზუგდიდში ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

11/18/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რეფელური ჰოსპიტალისა და გული კლინიკის ექმები \"თეთრი ხალათების აქცია\" შეუერთდნენ და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ კოლეგას ვაჟა გაფრინდაშვილს სილიდარობა გამოუცხადეს. ისინი გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკოლოზ ჭეჟიამ ოს და აფხაზ კოლეგებს, მათ გევრდით ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მედიცინას საზღვრები არა აქვს.
„ქვეყნის მასშტაბით \"ევექსის\" 3000-მდე ექმია დღეს გარეთ გამოუსლი. ჩვენ გვინდა პირველ რიგში, ჩვენს ოს კოლეგებს და აფხაზ კოლეგებს მოვიწოდოთ გამოვიდნენ და ჩვენს გვერდით დადგნენ, ქართველი ექიმის გვერდით და მოითხოვენ მისი დროული გათავისუფლება. იმიტომ, რომ მედიცინას საზღვრები არ არქვს. თავიუფლება ვაჟა ექიმს“, - თქვა ნიკოლოზ ჭეჟიამ.

კლინიკა \"გულის\" ექიმის სოფიო ბიგავავს თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან