„თეთრი ხალათების“ აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად


ქვეყნის მასტაბით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების ” აქცია მიმდინარეობს. ექიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით დე ფაქტო რეჟიმს, დააკავებული ტრავმატოლოგის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.
ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
17 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან